Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

  ტრენინგის ბოლო  დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნო;ოგიები სასწავლო პროექტის შექმნისას, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.     კიდევ ერთხელ ვნახეთ შეფასების რუბრიკა, რომელშიც 11 კრიტერიუმია და თიტოეულის მაქსიმალური ქულა არის 4. პორტფოლიოს  შეფასების მაქსიმალური ქულა არის 44, ხოლო მინიმალური-30.     პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე, რის შემდეგაც შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.   დიდი მადლობა ტრენერს თამარ მოლაშვილს ამ ტრენინგებისათვის. წარმატებას ვუსურვებ ყველა მასწავლებელს.
                            სასწავლო პროექტის პორტფოლიო             გთხოვთ,  ნახოთ და შეაფასოთ.

მერვე დღე

ვისაუბრეთ ისტის სტანდარტებზე. ვნახეთ ფასილიტაციის მასალები და ჩვენთვის საინტერესო და საჭირო შევარჩიეთ. ვიმუშავეთ გუგლ ფორმში და შევქმენით კითხვარი . დღემ საინტერესოდ და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღე

დღემ საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის,რესურსებს სწავლის ხელშეწყობისათვის. შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი და  მოსწავლის  ნამუშევრის შაბლონი.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე მეტად საინტერესოდ წარიმართა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავასრულეთ. შევადგინეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების  სქემა.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია.

მეხუთე დღე

დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. გავიხსენეთ წინა დღის მასალა. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას.ვისწავლეთ ვებსაიტიდან ინფორმაციის გადმიწერა. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.

მეოთხე დღე

ჩემი აზრით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან შევისწავლეთ შეფასების ხუთი სტრატეგია.  ჩამოვაყალიბეთ ის მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისას. შევქმენით პროექტის პრეზენტაციის მონახაზი.

მესამე დღე

          გავეცანით მიზნებისა და შედაგების წერის სტრატეგიებს. ჩამოვტვირთეთ საგნობრივი სტანდარტი და დავაკოპირეთ საჭირო პუნქტები პროეწტის გეგმაში. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ  კითხვებზე, რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ მაგალითები და განვიხილეტთ.შევადგინეთ ჩვენი კითხვები და შევიტანეთ გეგმაში.

მეორე დღე

მეორე მეცადინეობა მიეძღვნა საინფორმაციო ბუკლეტის შექმნას.გავეცანიტ ბუკლეტების შემადგენელ ნაწილებს,ვნახეთ მათი სხვადასხვა ნიმუში და შევქმენით ჩვენი სასწავლო პროექტისთვის ბუკლეტები.

პირველი დღე

პირველ მეცადინეობაზე გავეცანით ტრენინგის მოდულებს. კერძოდ, ვისაუბრეთ, როგორ უნდა დაიწეროს სასწავლო პროექტი, რა ნაწილებისგან შედგება იგი.ძირითადი საუბარი მიეძღვნა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.დავარეგისტრირეთ ბლოგი.