Posts

მეცხრე დღე

  ტრენინგის ბოლო  დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნო;ოგიები სასწავლო პროექტის შექმნისას, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.     კიდევ ერთხელ ვნახეთ შეფასების რუბრიკა, რომელშიც 11 კრიტერიუმია და თიტოეულის მაქსიმალური ქულა არის 4. პორტფოლიოს  შეფასების მაქსიმალური ქულა არის 44, ხოლო მინიმალური-30.     პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე, რის შემდეგაც შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.   დიდი მადლობა ტრენერს თამარ მოლაშვილს ამ ტრენინგებისათვის. წარმატებას ვუსურვებ ყველა მასწავლებელს.
                            სასწავლო პროექტის პორტფოლიო             გთხოვთ,  ნახოთ და შეაფასოთ.

მერვე დღე

ვისაუბრეთ ისტის სტანდარტებზე. ვნახეთ ფასილიტაციის მასალები და ჩვენთვის საინტერესო და საჭირო შევარჩიეთ. ვიმუშავეთ გუგლ ფორმში და შევქმენით კითხვარი . დღემ საინტერესოდ და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღე

დღემ საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის,რესურსებს სწავლის ხელშეწყობისათვის. შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი და  მოსწავლის  ნამუშევრის შაბლონი.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე მეტად საინტერესოდ წარიმართა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავასრულეთ. შევადგინეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების  სქემა.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია.